...
Show More
რისი თქმა შემიძლია... ნიცშეს საკმაოდ რთული თხრობა აქვს. ნამდვილად ახალი კონცეპტი იყო აპოლონური და დიონისური საწყისები ჩემთვის, თითქოს იმას დაარქვა სახელი ნიცშემ, რასაც სიღრმეში გუმანით ვგრძნობდი. ბევრი ასპექტი იყო ამ წიგნში, რომლებიც დარწმუნებული ვარ ვერ გავიგე და თავზე შეუმჩნევლად გადამიარა, ამიტომაც შეფასებისგან თავს შევიკავებ.
როგორც არისტოტელეს მოეწონებოდა, დიონისურსა და აპოლონურს შორის ზომიერების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგია იმის გააზრება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიონისური ქაოსი და ემოცია სასიცოცხლოდ ადამიანისთვის. ყველაფერს ვერ გააანალიზებ და გაარაციონალურებ ადამიანი, და თუ მაინც შეეცდები, ბერძნული ტრაგედიაც მანდ მოგიკვდება.
ნიკოლოზ შენგელაიას სამოციანებში გადაღებული "ელისო" გამახსენდა კითხვისას- კერძოდ, ბოლოსკენ ცეკვის სცენა- უმძიმეს მომენტებში მხოლოდ დიონისური საწყისების გამოთავისუფლებით თუ განიწმინდება ადამიანი, თორემ ისე მძიმე რიყის ქვასავით ჩაიძირები.
ჯეინ ოსტინის "გრძნობა და გონებაც" გამახენდა, მაშინ ჯერ არ იცოდა ოსტინმა, თორემ ორი დის მაგალითზე იდეალური აპოლონური და დიონისური საწყისების ყოველდღიურ ქმედებაში ასახვა გამოუვიდა, თან ძალიან კარგად.
სულ ეს იყო რისი მობოდიალებაც მოვასწარი წიგნის წაკითხვიდან პირველი ათი წუთის ეიფორიაში.
არივედერჩი.